38 წლის ყოფილმა მეკარემ ესპანეთის მეოთხე ლიგის კლუბი „ორტა“ ჩაიბარა, რომელიც გასულ წელს მეთორმეტე ადგილზე გავიდა და ახალ სეზონში მესამე ლიგის საგზურის მოსაპოვებლად იბრძოლებს.
ვალდესი 2019 წელს “ბარსას” ახალგაზრდულ გუნდს წვრთნიდა, თუმცა 3-თვიანი მუშაობის შემდეგ თანამდებობიდან გაანთავისუფლეს. ფეხბურთელობის პერიოდში კი, კატალონიურ გრანდში თამაშის 12-წლიან პერიოდში 6-ჯერ ლა ლიგა, 3-ჯერ ჩემპიონთა ლიგა, 2-ჯერ სამეფო თასი, 6-ჯერ ესპანეთის სუპერთასი, 2-ჯერ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი და 2-ჯერ უეფას სუპერთასი მოიგო.