„მანჩესტერ სიტის“ ალჟირელი შემტევის, რიად მარეზის სახლი გაქურდეს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Sun-ი ავრცელებს.
ქურდები 29 წლის ფეხბურთელის სახლში მაშინ შევიდნენ, როდესაც იქ არავინ იმყოფებოდა. ბოროტმოქმედებმა ძვირადღირებული საათები, სამკაულები და მარეზის კოლექციაში არსებული საფეხბურთო მაისურები წაიღეს.
წაღებული ქონების საერთო ღირებულებამ 500 ათასი გირვანქა შეადგინა. კერძოდ, ქურდებმა მოიპარეს Richard Mille-ს საათი, რომლის ფასიც 230 ათას დოლარს აღწევს.