ლებრონ ჯეიმსი აშშ-ში მიმდინარე აქციებზე: რატომ არ ვუყვარვართ ამერიკას?

ლებრონ ჯეიმსი აშშ-ში მიმდინარე აქციებზე: რატომ არ ვუყვარვართ ამერიკას?

46 წლის აფროამერიკელის, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გამო აშშ-ში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებს ცნობილი ამერიკელი კალათბურთელი ლებრონ ჯეიმსი გამოეხმაურა. „რატომ არ ვუყვარვართ ამერიკას? ეს ძალიან სამწუხაროა,“-წერს კალათბურთელი Twitter-ზე.

ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას საპროტესტო აქციები მოჰყვა. 28 მაისს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მინეაპოლისის პოლიციის შენობა დაიკავეს და ცეცხლი წაუკიდეს. 30 მაისს ფლოიდის საქმეზე დაკავებულ ყოფილ პოლიციელს ბრალი წინასწარი განზრახვის გარეშე მკვლელობის მუხლით წაუყენეს. საპროტესტო აქციების გამო 25 ქალაქში კომენდანტის საათი გამოცხადდა.