ბოჭორიშვილის კლინიკაში მყოფი 11 ახალი პაციენტიდან 7 „საბურთალოს კლასტერიდან“ არის, 4 კი ბოლნისიდან

ბოჭორიშვილის კლინიკაში მყოფი 11 ახალი პაციენტიდან 7 „საბურთალოს კლასტერიდან“ არის, 4 კი ბოლნისიდან

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, კლინიკაში მყოფი 11 ახალი პაციენტიდან, 7 არის „საბურთალოს კლასტერიდან“, 4 კი ბოლნისიდან. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ახალი პაციენტებიდან ერთის მდგომარეობა საყურადღებოა.

"ბოქსირებულ სექტორში არის 43 პაციენტია. მათგან Covid-19-ის დიაგნოზის მქონე 29. აქედან 18 წლამდე ასაკის არის 7 პაციენტი. გუშინ დაემატა 11 ახალი პაციენტი, აქედან 4-ს დაუდასტურდა ჩვენს კლინიკაში და 7 გადმოვიდა დადასტურებული დიაგნოზით. 7 არის „საბურთალოს კლასტერი“ და 4 არის ბოლნისიდან. ახალი პაციენტებიდან ერთის მდგომარეობა არის საყურადღებო. იგი დატვირთულია ანამზენით. ასევე, კლინიკაში მყოფი 4 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 პაციენტი ელოდება კვლევაში ჩართვას," -განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.