აშშ-ის პოლიციამ მძღოლი დააკავა, რომელიც საპროტესტო აქციაზე ხალხის მასაში სატვირთო ავტომობილით შეიჭრა

აშშ-ის პოლიციამ მძღოლი დააკავა, რომელიც საპროტესტო აქციაზე ხალხის მასაში სატვირთო ავტომობილით შეიჭრა

მინეაპოლისში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მაღალი სიჩქარით მოძრავი სატვირთო ავტომობილი ხალხის მასაში შეიჭრა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, სატვირთო ავტომობილის მძღოლი აქციის მონაწილეებმა მანქანიდან გადმოიყვანეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ინციდენტის შედეგად მომიტინგეები არ დაშავებულან. მძღოლი კი, რომელსაც მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება, სამართალდამცავებმა უკვე დააკავეს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.