სტამბულს უეფამ შესაძლოა ჩემპიონთა ლიგის 2020 წლის ფინალის მასპინძლობის უფლება ჩამოართვას. ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს ხელმძღვანელები შიშობენ, რომ თურქეთის მთავრობა კორონავირუსის პანდემიასთან გამკლავებას ვერ შეძლებს, რის გამოც მატჩის დროს უსაფრთხოების ზომების მიღება შეუძლებელი იქნება.
იმ შემთხვევაში, თუ ფინალის მასპინძელი შეიცვლება, სტამბულს ლისაბონი, ან გერმანიის რომელიმე ქალაქი ჩაანაცვლებს. ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი სეზონის გადამწყვეტი მატჩის გამართვა 29 აგვისტოსთვის არის დაგეგმილი.