ფრანგული ჩემპიონი გუნდი, საბოლოოდ დათანხმდა საფასურის გადახდას და €50 მილიონი, პლუს €7 მილიონი ბონუსის სახით ინტერის „მილანს“ გადაუხადა, - ამის შესახებ ინფორმაციას Sky Sports ავრცელებს.
არგენტინელმა ვარსკვლავმა, იკარდიმ „ინტერის“ შემადგენლობა გასულ ზაფხულს დატოვა, მას შემდეგ, რაც ანტონიო კონტე გუნდში მივიდა.
აღსანიშნავია, რომ იკარდიმ საფრანგეთში თავი მალევე გამოიჩინა. მაურომ ამ სეძონში 31 შეხვედრაში, 20 გოლის გატანა მოახერხა.