სოსო მანჯავიძე: მე ის მიკვირს, კიდევ რომ ჰყავთ თუნდაც ჯამურად 20% -ი ამდენი აშკარა მავნებლობის შემდეგ

სოსო მანჯავიძე: მე ის მიკვირს, კიდევ რომ ჰყავთ თუნდაც ჯამურად 20% -ი ამდენი აშკარა მავნებლობის შემდეგ

"გორბის" კვლევაზე მინდა ვთქვა ორიოდე სიტყვა - წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი სოსო მანჯავიძე.

"ცხადია,რომ გამოკითხვის შედეგებმა ასახა მოსახლეობის განწყობის დრამატული ცვლილება კორონავირუსთან დაკავშირებული მოვლენების გამო.

კერძოდ, მოსახლეობის უმრავლესობამ დადებითად შეაფასა ხელისუფლების მოქმედებები კრიზისის დროს.

ის, რომ საქართველო სამაგალითო ქვეყანა გახდა ამ კრიზისთან გამკლავების საქმეში და გაცილებით უკეთ გამოიყურება, ვიდრე ქვეყნების დიდი უმრავლესობა, არ შეიძლება არ ასახულიყო მოსახლებოს დადებით განწყობაზე.

ხელისუფლების მიერ მიღებული სოციალურ-ეკონომიკური ანტიკრიზისული ზომები შეიძლება ყველას არ მოსწონდეს,მაგრამ ისიც ნათელია რომ ვერავინ დადო მწყობრი და რეალისტური ალტერნატივა.

საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ სიტუაციის დადებითმა შეფასებამ და ფინანსური დახმარების ოპერატიულმა ორგანიზებამ, მოსახლეობაში სტაბილურობის იმედი განამტკიცა.

კვლევის შედეგებზე ასევე აისახა კმაყოფილება იმ ბალანსით, რომელიც დამყარდა სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის საეკლესიო დღესასწაულების ჩატარების ფორმასთან დაკავშირებით არსებულ მძიმე საერთაშორისო კონტექსტში.

საქართველოს "მწვანე დერეფნად" გამოცხადების პერსპექტივა და ამასთან დაკავშირებული ბენეფიტები ტურისტული სექტორისთვის დამაიმედებელია.

ხელისუფლების გაცხადებული განზრახვები დაიცვას ადგილობრივი წარმოება და გამოიყენოს პროტექციონიზმი, დაასუბსიდიროს სოფლის მეურნეობა და გადამამუშავებელი მრეწველობა პრინციპული საკითხებია და არამარტო ამ სექტორებში დასაქმებულთათვის.

ამ და სხვა მოქმედებებმა განაპირობეს ის შედეგები ,რომლებსაც კვლევაში ვხედავთ.

მაგრამ აქ კიდევ ერთ, არცთუ უმნიშვნელო გარემოებას უნდა მიექცეს ყურადღება.

ეს არის ოპოზიციის მოქმედება კრიზისის დროს. საოცარი პიარ -სტრატეგია აირჩიეს

-დაუწყეს ბრძოლა ეპიდემიოლოგებს ეპიდემიის დროს, ანუ ადამიანის ბიოლოგიური გადარჩენის .ინსტიქტის წინააღმდეგ წავიდნენ.

-გაამძაფრეს თავდასხმები ეკლესიის წინააღმდეგ, ანუ შეებრძოლნენ რწმენას, როგორც ადამიანების სულიერი გადარჩენისკენ მისწრაფებას.

-"იმუშავეს" და "პარტნიორებს" აიძულებინეს ხელისუფლება, რომ უგულავა და ოქრუაშვილი, ციხიდან გამოეშვა, რითაც ქართველ ხალხს უცხოეთის ინტერესების მცველებად და ზედამხედველებად კიდევ ერთხელ დაანახეს თავი.

ამ და სხვა მოქმედებებით ისინი წავიდნენ არამარტო ჩვენი ღირსების, არამედ სულიერებისა და ბიოლოგიური გადარჩენის მოთხოვნილების წინააღმდეგ.

ძნელი დასაჯერებელია მსგავსი ირაციონალიზმი, მაგრამ ზნე აქვთ ასეთი.და რა ქნან.

მე ის მიკვირს, კიდევ რომ ჰყავთ თუნდაც ჯამურად 20% -ი ამდენი აშკარა მავნებლობის შემდეგ."