გიგა ბოკერია პრემიერს: უკეთეს ოპოზიციაში რამდენიმე თვეში თქვენს თავს გულისხმობდით?

გიგა ბოკერია პრემიერს: უკეთეს ოპოზიციაში რამდენიმე თვეში თქვენს თავს გულისხმობდით?

ბატონო პრემიერო, უკეთეს ოპოზიციაში რამდენიმე თვეში თქვენს თავს გულისხმობდით? შეგვეჯიბრეთ, კი ბატონო, - ამ სიტყვებით საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ მიმართა.

პრემიერ-მინისტრმა კი განაცხადა, რომ ბოკერია უბრალოდ დაიღალა და მას დასვენება ურჩია.

“ბატონო გიგა, როგორც ჩანს, გუშინ თუ გუშინწინდელის შემდეგ ვიღაცა გაგიჯავრდათ, რომ ძალიან „ისე“ იქცეოდით და დღეს ზედმეტად აგრესიულები ხართ, ან დაიღალეთ. დაისვენეთ, დამშვიდდით, დაწყნარდით, ცოტა უფრო არგუმენტირებულად, სოლიდურად...”, - მიმართა გახარიამ ბოკერიას.

მანამდე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყანა უკეთეს და უფრო კომპეტენტურ ოპოზიციას იმსახურებს.