პრემიერი ბოკერიას: ბატონო გიგა, ალბათ ვინმე გაგიჯავრდათ და გუშინწინდელის შემდეგ ზედმეტად აგრესიული ხართ, დაწყნარდით

პრემიერი ბოკერიას: ბატონო გიგა, ალბათ ვინმე გაგიჯავრდათ და გუშინწინდელის შემდეგ ზედმეტად აგრესიული ხართ, დაწყნარდით

როგორც ჩანს, გუშინწინდელის შემდგომ ვიღაცა გაგიჯავრდათ, რომ ძაან ისე იქცეოდით და დღეს ზედმეტად აგრესიული ხართ, ან დაიღალეთ, ვფიქრობ დაისვენეთ, დამშვიდდით, დაწყნარდით ცოტა უფრო არგუმენტირებულად, სოლიდურად, - ასე მიმართა გიგა ბოკერიას პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში, სადაც ინტერპელაციის წესით იმყოფება.

„არგუმენტი არის ერთადერთი, რომ თქვენი გეგმის მიხედვით ქვეყნის ფინანსური სტაბილურობა იქნება ჩამონგრეული. თქვენ აი ამ, სულელური ციფრებით მაისში ადამიანებს პენსიას ვერ გადაუხდით, თქვენ პოლიციას ხელფასს ვერ გადაუხდით. სხვა ყველაფერი არის პოლიტიკური სპეკულირება, რომლითაც თქვენ ცდილობთ რომ აქ რაღაცნაირად ვიღაცა მოხიბლოთ - გააგრძელეთ, ცოტა უფრო ემოციურად და უკეთესი იქნება“, - განაცხადა პრემიერმა.