გიორგი გახარია ოპოზიციას: ეტყობა დაიღალეთ კოლეგებო და საკუთარ ეგოს ვეღარ თოკავთ

გიორგი გახარია ოპოზიციას: ეტყობა დაიღალეთ კოლეგებო და საკუთარ ეგოს ვეღარ თოკავთ

ეტყობა, დაიღალეთ კოლეგებო და საკუთარ ეგოს ვეღარ თოკავთ, - ასე მიმართა ოპოზიციას პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში, სადაც ინტერპელაციის წესით იმყოფება.

„მიუხედავად ყველაფრისა, რაც აქ ითქვა, რა თქმა უნდა, დღეს აქ ვდგავართ მხოლოდ და მხოლოდ პარლამენტის, ჩვენი მოქალაქეების წინაშე, ჩვენი პასუხისმგებლობის უმაღლესი დონის დასაფიქსირებლად და ასევე, ჩვენ პატივს ვცემთ კანონს, რეგლამენტს და პარლამენტს. მიუხედავად ყველაფრისა, აქ რაც არ უნდა ითქვას და მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ ჩვენს კოლეგას ემოციები სძლევს - ეტყობა, დაიღალეთ კოლეგებო და საკუთარ ეგოს ვეღარ თოკავთ“, - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი გახარიას დღეს პარლამენტში ინტერპელაციის წესით უსმენენ.