გიორგი გახარია ოპოზიციაზე: ზოგიერთებს ეშლებათ და ჰგონიათ, რომ გერმანიის დონის ეკონომიკა დაგვიტოვეს

გიორგი გახარია ოპოზიციაზე: ზოგიერთებს ეშლებათ და ჰგონიათ, რომ გერმანიის დონის ეკონომიკა დაგვიტოვეს

ხანდახან ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ზოგიერთებს ეშლებათ და ჰგონიათ, რომ გერმანიის დონის ეკონომიკა დაგვიტოვეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.

„ქვეყნის ბიუჯეტში, ჯანდაცვაზე ხარჯები იყო სულ 300 მილიონი ლარი და ადამიანები იმისთვის, რომ საკუთარი ჯანმრთელობისთვის მიეხედათ, საცხოვრებელ სახლებს ჰყიდდნენ. მინდა, კიდევ ერთხელ გაგიმეოროთ რამდენიმე მარტივი ციფრი: 2012 წელს საქართველოში ჯანდაცვის ბიუჯეტი იყო 332 მილიონი ლარი, დღეს ეს მაჩვენებელი არის 1 076 000 000 ლარი, შშმ პირთა სოციალური დახმარება გახლდათ 115 მილიონი ლარი, დღეს არის 240 მილიონი ლარი, პენსიები და კომპენსაციები 2012 წელს იყო 905 მილიონი ლარი, დღეს არის 2 267 000 000“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარიას დღეს პარლამენტში ინტერპელაციის წესით უსმენენ.