ირაკლი კობახიძე: ბიზნესი თავისუფალია, შესაბამისად, მოტივაცია - თანხა შესწირონ „ქართულ ოცნებას“, ლოგიკურია

ირაკლი კობახიძე: ბიზნესი თავისუფალია, შესაბამისად, მოტივაცია - თანხა შესწირონ „ქართულ ოცნებას“, ლოგიკურია

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ ის მიზეზი განმარტა, თუ რატომ სწირავენ ბიზნესმენები თანხებს „ქართულ ოცნებას“.

პარტიის აღმასრულებელი მდივნის თქმით, 2012 წლამდე ბიზნესი იყო წნეხის ქვეშ, „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ კი ბიზნესი თავისუფალია, შესაბამისად, მოტივაცია, რომ თანხა შესწირონ „ქართულ ოცნებას“, აბსოლუტურად ლოგიკურია.

„სხვა პარტიების მსგავსად, ჩვენც ვემზადებით არჩევნებისთვის. არჩევნებს სჭირდება სახსრების მობილიზება და შემოწირულობები არის ამის ნიშანი.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ სწირავენ თანხას ბიზნესმენები მაღალი მოტივაციით „ქართულ ოცნებას“, მიზეზი მარტივია. 2012 წლამდე ბიზნესი იყო წნეხის ქვეშ, „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ ბიზნესი თავისუფალია, შესაბამისად, ბიზნესის მოტივაცია, რომ თანხა შესწირონ „ქართულ ოცნებას“ და შეინარჩუნონ ის მიღწევა, რომელიც 2012 წლის შემდეგ გვაქვს, არის აბსოლუტურად ლოგიკური“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.