იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატი 20 ივნისს განახლდება. ამის შესახებ იტალიის სპორტის მინისტრმა, ვინჩენცო სპადაფორამ განაცხადა.
იტალიის პრემიერ-მინისტრთან, ჯუზეპე კონტესთან შეხვედრის შემდეგ მინისტრმა განაცხადა, რომ საბოლოო გადაწყვეტილების თანახმად, ქვეყნის საფეხბურთო ჩემპიონატი 20 ივნისიდან განახლდება.
აღსანიშნავია, რომ უკვე 13 ივნისს იტალიის თასის ნახევარფინალური თამაშები განახლდება, რომელშიც ერთმანეთს შეხვდებიან „ნაპოლი“ – „ინტერი“ და „იუვენტუსი“ – „მილანი“.
იტალიის ჩემპიონატის წლევანდელი გათამაშების დასრულებამდე 12 ტურია დარჩენილი და ლიდერი “იუვენტუსი” მეორე ადგილზე მყოფ რომის “ლაციოს” 1 ქულით უსწრებს.