Eurobasket.com-ის მიერ გამოქვეყნებულ საუკეთესოთა სიაში თორნიკე შენგელია მოხვდა

Eurobasket.com-ის მიერ გამოქვეყნებულ საუკეთესოთა სიაში თორნიკე შენგელია მოხვდა

Eurobasket.com-მა კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყვეტილი ევროლიგის გათამაშება შეაჯამა და საუკეთესოები დაასახელა.

ამ შემადგენლობაში არის ესპანური „ბასკონიას“ ქართველი კაპიტანი თორნიკე შენგელია.

შენგელია დასახელდა ევროლიგის პირველ სიმბოლურ ნაკრებსა და ევროპელთა გუნდში.

მიმდინარე სეზონში თორნიკეს ანგარიშზე საშუალოდ: 15.9 ქულა, 5.6 მოხსნა და 2.9 პასი იყო.

ევროლიგის მიმდინარე გათამაშება მარტის დასაწყისში შეწყდა, 25 მაისს კი, სეზონი გაუქმდა.