კახა კალაძის თქმით, მთავრობა დაუმთავრებელი მშენებლობით დაზარალებულ მოქალაქეებს მაქსიმალურად დაეხმარება

კახა კალაძის თქმით, მთავრობა დაუმთავრებელი მშენებლობით დაზარალებულ მოქალაქეებს მაქსიმალურად დაეხმარება

დეველოპერული სექტორის ანტიკრიზისული გეგმის წარდგენაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ სამშენებლო სექტორი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მასში უამრავი ადამიანია დასაქმებული. მან დაუმთავრებელი მშენებლობების პროგრამის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავრობა ამ საკითხით დაზარალებულ მოქალაქეებს მაქსიმალურად დაეხმარება, მაგალითად კი „სვეტის“, „ოლიმპიური ვარსკვლავის“ და სხვა კომპანიების შემთხვევები მოიყვანა.

„ჩვენ ყველას მაქსიმალურად დავეხმარებით, ხელს შევუწყობთ და დღევანდელი პრეზენტაცია არის მიმართული იმისკენ, რომ ამ ოჯახებს, ამ ადამიანებს ხელი შევუწყოთ და არ დავტოვოთ ბინების და საკუთარი ფართების გარეშე“, - განაცხადა კალაძემ.