დავით მათიკაშვილი: თუ ამ ყველაფერს საერთაშორისო პარტნიორები აღიქვამენ, როგორც მშვიდობიან პროტესტს, მაშინ მშვიდობიანი პროტესტია, რაც იქ ხდებოდა უნივერსიტეტებთან დაკავშირებით და რატომ იყენებენ ძალას აშშ-ის სამართალდამცავი ორგანოები?

დავით მათიკაშვილი: თუ ამ ყველაფერს საერთაშორისო პარტნიორები აღიქვამენ, როგორც მშვიდობიან პროტესტს, მაშინ მშვიდობიანი პროტესტია, რაც იქ ხდებოდა უნივერსიტეტებთან დაკავშირებით და რატომ იყენებენ ძალას აშშ-ის სამართალდამცავი ორგანოები?

თუ ამ ყველაფერს საერთაშორისო პარტნიორები აღიქვამენ, როგორც მშვიდობიან პროტესტს, მაშინ მშვიდობიანი პროტესტია, რაც იქ ხდებოდა უნივერსიტეტებთან დაკავშირებით და რატომ იყენებენ ძალას აშშ-ის სამართალდამცავი ორგანოები? - განაცხადა „ქრონიკაში“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე საერთაშორისო პარტნიორების გამოხმაურებაზე საუბრისას.

დავით მათიკაშვილმა აღნიშნა, რომ სიმართლე და რეალობა არსებობს მხოლოდ ერთი და მიმდინარე პროცესებს საზოგადოება თვალს ადევნებს, აღიქვამს და აანალიზებს.

„საზოგადოება უყურებს ვანდალიზმს, მშვიდობიანი თავშეყრის, მანიფესტაციის და პროტესტის ფარგლების უხეშ გადაცილებას, პოლიციელების მიმართ უხეშ შეურაცხყოფას, ქვების სროლას, პარლამენტის ჭიშკრის ჩამოღების მცდელობას, ცეცხლის დანთებას, ბარიკადების მოწყობას, დაუმორჩილებლობას. ამ ყველაფერს თუ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები აღიქვამენ, როგორც მშვიდობიან პროტესტს, მაშინ მშვიდობიანი პროტესტია, რაც იქ ხდებოდა უნივერსიტეტებთან დაკავშირებით და რატომ იყენებენ ამ მშვიდობიანი პროტესტის მიმართ ძალას შეერთებული შტატების სამართალდამცავი ორგანოები? საფრანგეთშიც მშვიდობიანი პროტესტი ყოფილა, როდესაც მანქანებს და მაღაზიებს წვავდნენ მომიტინგეები და რატომ ხდებოდა ამ მშვიდობიანი პროტესტი ძალადობრივად ჩახშობა და პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენება? აბსურდთან გვაქვს საქმე. ეს ყველაფერი ერთმანეთთან ძალიან შეუსაბამოა“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ აქციის მონაწილეთა ნაწილი გულწრფელი და მოტყუებულია.

„ჩვენ ყველას რა თქმა უნდა, გვსურს ევროკავშირი და ევროკავშირისკენ გზა. დიახ, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებაა კონსტიტუციაში ამ მუხლის შეტანა და ყველა ის გადადგმული ნაბიჯი, რაც საქართველოს ევროკავშირთან აახლოებს. ამ მოცემულობაში მარტივ, ჩვეულებრივ კანონს, რომელიც გამჭვირვალობის დადგენას ავალდებულებს „ენჯეო“-სექტორს და მეტს არაფერს, ხდება ამ კანონის შეგნებულად მონათვლა როგორც „რუსულის“, „კრემლის სულისკვეთების“. არადა, ამ კანონში მსგავსი შიგთავსი არ არის და ამ ყველაფრის უკან ბევრი კითხვის ნიშანი იბადება. რატომ ცდილობენ ეს აქტორები საზღვარგარეთიდან, ჩვენი მეგობრები ასეთი შეფასების მიცემას? ტყუვდება ეს საზოგადოება“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.