„ახალგაზრდობას შეუძლია იმღეროს შტერული სიმღერა და აქციოს საქართველოს ჰიმნად!“ დიახ, ბატონო ლევან! „ირმა სოხაძის ტექსტზეც კი!“ – ლევან ბერძენიშვილის განცხადებას ირმა სოხაძე ეხმაურება (ვიდეო)

„ახალგაზრდობას შეუძლია იმღეროს შტერული სიმღერა და აქციოს საქართველოს ჰიმნად!“ დიახ, ბატონო ლევან! „ირმა სოხაძის ტექსტზეც კი!“ – ლევან ბერძენიშვილის განცხადებას ირმა სოხაძე ეხმაურება (ვიდეო)

26 მარტს, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა საბერძნეთის ნაკრები პენალტების სერიაში 4:2 დაამარცხა და ისტორიაში პირველად, ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავიდა. ეროვნულ ნაკრებს სრულიად საქართველო გულშემატკივრობდა და გამარჯვება ფეხბურთელებთან ერთად აღნიშნეს.

გულშემატკივრები და არამხოლოდ, სიმღერა „გაიღიმე“-ს მღეროდნენ, რომლის ტექსტშიც სიტყვები „ზღაპრის ბოლო კეთილია“ ჟღერს.

ფილოლოგი ლევან ბერძენიშვილი „მთავარი არხის“ ეთერში ახალგაზრდებზე საუბრობს, რომლებმაც აღნიშნული სიმღერა „გამარჯვების ჰიმნად“ აქციეს და ამბობს, რომ „ახალგაზრდობას შეუძლია იმღეროს შტერული სიმღერა და აქციოს საქართველოს ჰიმნადაც კი“.

„ახალგაზრდობას შეუძლია იმღეროს შტერული სიმღერა და აქციოს საქართველოს ჰიმნადაც კი, რაღაც თვალსაზრისით.. იმიტომ, რომ ეს რა უნარია ხომ ხვდებით? როდესაც იმხელა ძალა გაქვს, რომ შეგიძლია ირმა სოხაძის ტექსტზეც გახვიდე.. იმას კი არ აქვს მნიშვნელობა იქ რა წერია, მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ჩვენ ერთად ვართ ამ საქმეში და რასაც გინდა იმას მივანიჭებთ სიწმინდეს. მათ შორის, ამ სიმღერასაც. ბევრს გაუკვირდა, რა არის იქ ისეთიო.. არაა საჭირო არაფერი, მთვარის ერთმანეთის სიყვარული.. ახალგაზრდობამ ეს გააკეთა“, – აცხადებს ლევან ბერძენიშვილი.

ექსკლუზივი: როგორ შეხვდა „გაიღიმეს“ ტექსტის ავტორი ირმა სოხაძე სიმღერის საფეხბურთო ჰიმნად ქცევას: „ჩემს სიტყვებს ხალხი ყველგან მღერის… ფანებმა აიტაცეს ეს სიმღერა. მე და გია მაჭარაშვილი ძალიან ბედნიერები ვართ!..“

ლევან ბერძენიშვილის აღნიშნულ კომენტარს, სოციალურ ქსელში ირმა სოხაძე ეხმაურება, რომელიც სიმღერა „გაიღიმე“-ს ტექსტის ავტორია.

ირმა სოხაძეს აინტერესებს, „ასე ეწყინათ, ამ „შტერული“ სიმღერის, კერძოდ კი სიტყვების „ზღაპრის ბოლო კეთილია“ – ნაცებს საუნდტრეკად და სლოგანად გამოყენების უფლება რომ არ მისცა?“.

„ახალგაზრდობას შეუძლია იმღეროს შტერული სიმღერა და აქციოს საქართველოს ჰიმნად!“ დიახ, ბატონო ლევან! „ირმა სოხაძის ტექსტზეც კი!“ დიახ, ბატონო ლევან! ეს თქვენ თქვით, მე არ მითქვამს!

ასე გეწყინათ, ამ „შტერული“ სიმღერის, კერძოდ კი სიტყვების „ზღაპრის ბოლო კეთილია“ – ნაცებს საუნდტრეკად და სლოგანად გამოყენების უფლება რომ არ მივეცი?! გასაგებია!

არ მეგონა, ეს ფაქტი ასე თუ გაგამწარებდათ. ისე, ხალხს და მით უფრო, ახალგაზრდებს, არაფერი ეშლებათ, ბატონო ლევან!👍“, – წერს ირმა სოხაძე.

ცუგო- ნაცებს ყველაფერი კეთილი სძულთ და ზღაპრის სიკეთით დამთავრება ხომ ტრაგედიაა მათთვის :))
P. s.
ბატონო ლევან, ციხეში ყოფნისას პასტას რომ არ აგდებდი ხელიდან, ის პასტა შენ გაქვს შენახული თუ სუკ-ის არქივშია?
7 თვის უკან