სპორტული მოედნების განახლება გრძელდება

სპორტული მოედნების განახლება გრძელდება

დიდუბის რაიონის გამგეობა სპორტული მოედნების რეაბილიტაციას განაგრძობს. ამ დროისთვის, სარეაბილიტაციო სამუშაოები დიღმის მასივის მესამე კვარტლის 32-ე კორპუსის მიმდებარედ არსებულ სპორტულ მოედანზე მიმდინარეობს.

სამუშაოების ფარგლებში, კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლები მოედანზე არსებული დაზიანებების დემონტაჟს ახორციელებენ. პროექტის ღირებულება 75 000 ლარს შეადგენს.