დიდუბის რაიონის გამგეობა სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტთან ერთად მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგებასაც აქტიურად განაგრძობს.
ამ ეტაპზე, სანიაღვრე სისტემა დიღმის მასივის მეხუთე კვარტლის მე-9, მე-10 და მე-11 კორპუსებთან ეწყობა, რისი არარსებობაც უხვი ნალექის დროს მოსახლეობას დისკომფორტს უქმნიდა.
პროექტის ღირებულება 133 000 ლარს შეადგენს.