საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ჯანო ანანიძე დიდი ალბათობით, რუსეთში დაბრუნდება და ისევ პრემიერლიგაში ითამაშებს.
ტელეგრამში სერგეი ეგოროვი ქართველის მოსალოდნელ ტრანსფერზე დეტალურად იტყობინები. ჯანო სავარაუდოდ „როტორის“ ფეხბურთელი გახდება, ჯერ სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტზე ხელის მოწერაც მას შემდეგ შეფასდება.
პირობები ასეთია - 1-წლიანი ხელშეკრულება თვეში 1.5 მილიონი რუსული რუბლი. „როტორში“ ჯერ კიდევ რუსეთის პირველ ლიგაში თამაშობს, მაგრამ პრემიერლიგაში გადასვლა გადაწყვეტილია და არც ქართველთა სიმცირეს უჩივის, რადგან ბექა მიქელთაძე, ნიკა ყიფიანი და ანზორ სანაია თამაშობენ.
რუსული მედია რამდენიმე დღის წინ სოლომონ კვირკველიას „როტორში“ შესაძლოა გადაბარგებაზეც წერდა.
აქვე გეტყვით, რომ ჯანო „დინამო თბილისსა“ და „დინამო ბათუმს“ ელაპარაკებოდა, მაგრამ როგორც ჩანს, ჩვენებური ისევ რუსულ პრემიერლიგაში გაირჯება. „ანორთოსისთან“ კონტრაქტი ქართველ ფეხბურთელს 31 მაისს ეწურება.