უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრომ 30 მაისიდან ქვეყნის საფეხბურთო ჩემპიონატის განახლების ნებართვა გასცა. ამის შესახებ Facebook-ზე ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ანდრეი პაველკო წერს.
„უკრაინაში დიდი ფეხბურთი ბრუნდება. ახლა ვესაუბრე ჯანდაცვის მინისტრ მაქსიმ სტეპანოვს, რომელმაც 30 მაისიდან უკრაინული პრემიერლიგისა და უკრაინის თასის მატჩების ნებართვა გასცა“, - წერს პაველკო.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.