ცნობილი ხდება თანხა, რომელსაც ტურინის „იუვენტუსი“ გონსალო იგუაინში ითხოვს. გამოცემა Tuttojuve-ს ინფორმაციით, კლუბს არგენტინელი თავდამსხმელის გაყიდვა 18 მილიონ ევროდ სურს.
ფორვარდით „ნიუკასლი“ და „რივერ პლეიტი“ არიან დაინტერესებულნი. თავად ფეხბურთელს ბუენოს-აირესულ კლუბში სურს გადასვლა, თუმცა როგორც ადგილობრივი მედია წერს, „რივერ პლეიტს“ 18 მილიონი ევროს გადახდის ფუფუნება არ აქვს.