„იუტა ჯაზის” ლეგენდარული მწვრთნელი ჯერი სლოუნი 78 წლისა გარდაიცვალა. ოთხი წლის წინ სლოუნს პარკინსონის დაავადება დაუდგინდა და ბოლო პერიოდში თავის ტვინის ქრონიკული ან პროგრესირებადი დაავადების შედეგად აღმოცენებული სინდრომი აწუხებდა.
„იუტას” მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე სლოუნი 23 წლის განმავლობაში მუშაობდა და ორჯერ, 1988 და 1997 წლებში გუნდი NBA-ს ფინალში გაიყვანა. მოთამაშის რანგში კი ყველაზე წარმატებული პერიოდი „ჩიკაგოში” ჰქონდა და ის „ბულზის” ისტორიაში პირველი კალათბურთელი გახდა, რომლის ნომერიც ხმარებიდან ამოიღეს.
2009 წელს ჯერი სლოუნი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის დიდების დარბაზში შეიყვანეს.