გავრცელებული ინფორმაციით, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ჭანტურიამ დაკავებული თანამდებობა დატოვა.
ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია "მაესტრო" ავრცელებს.
ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, "პირWელი" ჭანტურიასთან დაკავშირებას შეეცედა, თუმცა – უშედეგოდ.
ცნობისთვის, დღეს სააგენტოსთან საუბრისას ჭანტურიამ განაცხადა, რომ იანვრიდან საზოგადოებრივი მაუწყებლი თანამშრომლების გარკვეულ ნაწილს კონტრაქტებს აღარ გაუგრძელებს.
"რეორგანიზაცია დაგეგმილია და ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. ეს პროცესი ძირითადად, თანამშრომლების იმ ნაწილს შეეხება, რომლებსაც კონტრაქტის ვადა უმთავრდებათ და არ გავაგრძელებთ, რადგან მათი პროდუქტი საზოგადოებრივ მაუწყებელს გარკვეული პერიოდი სჭირდებოდა და ამჟამად ტელევიზიის ინტერესებში არ შედის. ასევე ეს რიგ შემთხვევაში ტექნიკური გადაიარაღებიდან გამომდინარეობს. ამ ეტაპზე ვმუშაობთ და ზუსტი რიცხვი იმ თანამშრომლებისა, რომლებთანაც ახალი კონტრაქტები არ გაფორმდება, არ არის განსაზღვრული. მიკავშირდებიან და არანორმალურ ციფრებს მეუბნებიან, ვაცხადებ, ეს პროცესი ისე განხორციელდება, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ნორმალურ ფუნქციონირებას ხელი არ შეეშლება. რეორგანიზაცია და ოპტიმიზაცია ჩვეულებრივი პროცესია, რომლის დაწყება იანვრიდანაა დაგეგმილი", - განაცხადა ჭანტურიამ და დასძინა, რომ მას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თანამშრომლებთან შეხვედრა უკვე ჰქონდა.