იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატის განახლების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება 28 მაისს გახდება ცნობილი. ქვეყნის სპორტის მინისტრმა ვინჩენცო სპადაფორამ განაცხადა, რომ ისინი სერია A-ს შეწყვეტას არ აპირებენ და ჩემპიონატის გასაგრძელებლად ყველაფერს გააკეთებენ.
გუნდებს ვარჯიში აქამდე უნდა დაეწყოთ, თუმცა სამედიცინო პროტოკოლში არსებული ხარვეზების გამო, გუნდური წვრთნები დროებით გადაიდო. პროტოკოლის თავდაპირველ ვარიანტს, რომლის მიხედვითაც თუნდაც ერთი ფეხბურთელის დაინფიცირების შემთხვევაში მთელი გუნდი კარანტინში გადადიოდა, პროტესტი ცხრა კლუბმა გამოუცხადა.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ბრძანების საფუძველზე 14 ივნისამდე იტალიაში ყველანაირი სპორტული ღონისძიების გამართვა აკრძალულია.