საჩოგბურთო ტურნირები 31 ივლისამდე არ ჩატარდება

საჩოგბურთო ტურნირები 31 ივლისამდე არ ჩატარდება

ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაცია ტურნირებს 31 ივლისამდე არ ჩაატარებს. ორგანიზაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გადაწყვეტილება COVID-19-ს უკავშირდება.

პროფესიული ჩოგბურთის, ასევე ქალთა ჩოგბურთის ასოციაციებმა ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღეს. შედეგად, ჰამბურგში, ლუიზიანაში, ბუქარესტსა და იურმალაში დაგეგმილი ტურნირები არ გაიმართება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.