ინგლისის საფეხბურთო პრემიერლიგის ერთ-ერთმა ვარსკვლავმა, რომლის ვინაობაც ჯერჯერობით არ ხმაურდება, კარანტინის წესები დაარღვია და ფრანგ მოდელებთან ერთად ორგია მოაწყო. ამის შესახებ The Sun-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ფეხბურთელი ინგლისიდან პარიზში გადაფრინდა, პრესტიჟული რესტორანი დაჯავშნა და წვეულებაზე მეგობრებთან ერთად რამდენიმე ფრანგი მოდელი დაპატიჟა. მოგვიანებით 15-კაციანი შემადგენლობით ფეხბურთელის სამეგობრომ მოდელებთან ერთად სპეციალურად დაქირავებულ ვილაში გადაინაცვლა, სადაც ორგია დილამდე გაგრძელდა.
უახლოეს მომავალში გუნდის ხელმძღვანელები ფეხბურთელის საქციელზე იმსჯელებენ და მისი ვინაობა მას შემდეგ გახმაურდება, როცა ფინანსური სანქციებით დაისჯება.