საფეხბურთო კლუბ „უნიონის“ ორმა გულშემატკივარმა, რომელთაც „ბაიერნთან“ მატჩზე დასწრება სურდათ, ორიგინალურ ხერხს მიმართეს.
ისინი სტადიონის მახლობლად, ტყეში მდგარ დიდ ხეზე ავიდნენ და შეხვედრას იქიდან უყურებდნენ. ეს ფაქტი პოლიციელებმა მალევე შეამჩნიეს და ქომაგები ხიდან მანამდე ჩამოიყვანეს, სანამ მატჩში გოლები გავიდოდა.
კორონავირუსის პანდემიის გამო, ბუნდესლიგის წლევანდელი სეზონის დარჩენილი ყველა შეხვედრა მაყურებლის გარეშე ჩატარდება.