ორთვიანი პაუზის შემდეგ, გერმანიის საფეხბურთო ჩემპიონატი დღეს განახლდება, თუმცა - მაყურებლის გარეშე. ამის შესახებ BBC წერს.
თამაშის მსვლელობისას ტერიტორიას პოლიცია გააკონტროლებს, რათა მაყურებელმა სტადიონზე შესვლა ვერ შეძლოს.
ჯანდაცვის მკაცრი პროტოკოლების პირობებში, გულშემატკივრებს სტადიონებზე შესვლა ეკრძალებათ. მატჩების მიმდინარეობისას, მოთამეშეების, თანამშრომლებისა და ოფიციალური პირების ჩათვლით, სტადიონსა და მის მიმდებარედ, ჯამში 300-მდე ადამიანი იქნება.
ფეხბურთელებს კორონავირუსზე ტესტირება უკვე ჩაუტარდათ და აქამდე კარანტინშიც იყვნენ.