რუსეთის ერთ-ერთმა სპორტულმა ვებგვერდმა ქვეყნის ჩემპიონატში მოთამაშე ყველა დროის საუკეთესო ქართველ ლეგიონერად გიორგი დემეტრაძე დაასახელა

რუსეთის ერთ-ერთმა სპორტულმა ვებგვერდმა ქვეყნის ჩემპიონატში მოთამაშე ყველა დროის საუკეთესო ქართველ ლეგიონერად გიორგი დემეტრაძე დაასახელა

რუსეთის ერთ-ერთმა სპორტულმა ვებგვერდმა ქვეყნის ჩემპიონატში მოთამაშე ყველა დროის საუკეთესო ქართველ ლეგიონერად გიორგი დემეტრაძე დაასახელა.

კარიერის განმავლობაში დემეტრაძე პრემიერ ლიგის ორ კლუბში, „ალანიასა“ და მოსკოვის „ლოკომოტივში“ თამაშობდა.

მისთვის გამორჩეული კი 1998/1999 წლების სეზონი იყო, როცა 21 გოლით ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

მეორე-მესამე ადგილზე „ლოკომოტივის“ ყოფილი და ახლანდელი ფეხბურთელები, ზაზა ჯანაშია და საბა კვირკველია გავიდნენ. რუსეთის ჩემპიონატში მთლიანობაში ასზე მეტ ქართველს უთამაშია, ამ ეტაპზე კი პრემიერლიგაში ხუთი ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია, ზურაბ დავითაშვილი, ჯიმი ტაბიძე, გია გრიგალავა და საბა კვირკველია გამოდიან.

 

 

Katana . ოო, აი, ეგ იყო კრიმინალი და ნაცებმა იმიტომ მიუსაჯეს 6 წელი!..
ხოლო ნელსონ მანდელა, მერაბ კოსტავა, გიგი უგულავა, ირაკლი ოქრუაშვილი და ჟორჟიკა რურუა გახლდათ პოლიტპატიმრები.
4 წლის უკან