„ყველა ევროპარლამენტარი, კონგრესმენი და სენატორი იღებდა ანაზრაურებას ლობისტურ საქმიანობაში და ამას კორუფციას არ ეძახიან“

„ყველა ევროპარლამენტარი, კონგრესმენი და სენატორი იღებდა ანაზრაურებას ლობისტურ საქმიანობაში და ამას კორუფციას არ ეძახიან“

გაერთიანებულ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, 8 მარტის შეთანხმებასთან დაკავშირებული დავა ქვეყნის ფარგლებს გასცდა. საქმეში უკვე ამერიკელი სენატორები ჩაერთვნენ, რომლებიც ხელისუფლებას შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებენ. ხელისუფლების პოზიცია არ იცვლება, რომელიც აცხადებს, რომ შეთანხმებაში პოლიტპატიმრები არსად ნახსენები არ არის, თუმცა ამ ტყუილ-მართალში არის ერთი „მაგრამ“ – „პატრიოტთა ალიანსი“, რომელმაც შეთანხმებას ხელი გასაგები მიზეზებით არ მოაწერა. ვის ინტერესებში შედის ეს გაურკვევლობა, თანაბრად ხომ არ ნაწილდება მეორე მუხლის „ბუნდოვანება“ ხელისუფლებისა და ოპოზიციის ინტერესებში, ამ თემებზე for.ge - სთან ყოფილი სახალხო დამცველი, ნანა დევდარიანი საუბრობს და ამბობს, რომ ოპოზიცია ამ თემას სასპეკულაციოდ იყენებს:

ნანა დევდარიანი: არც ერთ პატიმარს არ უწერია მუხლში, რომ პოლიტიკური პატიმარია. „ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებები, რომ დაკავებულები პოლიტიკური სუბიექტები არ არიან პოლიტპატიმრები, არამედ ადამიანები, ვისაც კონკრეტული დანაშაული აქვთ ჩადენილი, არაფერს ნიშნავს. ეს ყოველთვის ასეა, მაშინაც, როდესაც კონკრეტული პირი უდავოდ პოლიტიკური ნიშნით არიას დაკავებული. „ნაციონალური მოძრაობა“ ამით დაუპირისპირდა „ქართულ ოცნებას“. პრობლემა ისაა, რომ ამ ყველაფერს თავიდანვე არ დაერქვა სახელი. „ქართული ოცნებისთვის“ ეს არის მესამე არჩევნები და არჩევნების წინა პერიოდში, ეს ყველაფერი იძენს ძალიან უსიამოვნო ელფერს.

სამართლიანობის აღდგენას გულისხმობთ ალბათ...

- რა თქმა უნდა, რასაც უწოდებდნენ სამართლიანობის აღდგენას, იმთავითვე უნდა მომხდარიყო. თუ 2012-ში ვერ მოასწრებდნენ, 2013-ში და შემდეგ წლებში უნდა მომხდარიყო, მაგრამ ეს დრო უკვე გაშვებულია. ამიტომაცაა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს ყველაფერი დაუკავშიროს არჩევნებს და ამ ყველაფერს მოაბას პოლიტიკური კუდი.

შეთანხმებაში, რომელიც გახდა სადავო, როგორც ამბობენ, ნამდვილად არის ბუნდოვანება. დავუშვათ, ოპოზიციას, სამომავლოდ, სპეკულირებისთვის აწყობდა ეს, მაგრამ ხელისუფლების ინტერესებში რატომ უნდა შესულიყო ამგვარი გაურკვევლობა? ამას პოლიტიკურ უმეცრებას ნამდვილად ვერ დავარქმევთ, აქ უფრო სხვა გათვლა ხომ არ დევს?

- ეს არის სრულიად გაუგებარი. მაგალითად, „პატრიოტთა ალიანსმა“ და მისი სახით ირმა ინაშვილმა, პირველ შეთანხმებას მოაწერა ხელი და მეორეს არ მოაწერა. ასეთ ვითარებაში, რაღაცამ ხომ უნდა დაგაფიქროს - არ ახსენეს პოლიტპატიმრები, არ ახსენეს სახელი და გვარები და გაუგებარი ფორმულირებით შემოუარეს გარშემო. რასაც ახლა ამბობს „ქართული ოცნება“ - ჩვენ რა უნდა ვქნათ, სასამართლოს ვუბრძანოთ, რომ გადაწყვეტილებები და განაჩენები გააუქმოს? ასეთი რამ მართლმსაჯულების სისტემაში არ ხდება - ეს კითხვა მაშინვე უნდა დაესვა. იქ არის მოხსენიებული პრეზიდენტიც, ანუ მიანიშნეს, რომ მართლმსაჯულებაში ნუ ჩაერევით, მაგრამ პრეზიდენტმა შეიწყალოსო, ამას ნიშნავს ეს.

რჩება შთაბეჭდილება, რომ რაღაც დონეზე ხელისუფლების ინტერესებიც დევს ამ ყველაფერში.

- არ მესმის როგორ უნდა შედიოდეს ეს ყველაფერი ხელისუფლების ინტერესებში. ეს არის გაუთვლელობა და წინდაუხედაობა. უკვე ისეთი ჩიხური ვითარება შეიქმნა, რომ როგორც არ უნდა მოიქცეს, ყველა შემთხვევაში უარესია ხელისუფლებისთვის.

ცვლილებების ჩავარდნა ვის ინტერესებში შედის?

- მოდით, ასე ვთქვათ, ხელისუფლება პირდაპირ, დაუფარავად და არა ორაზროვნად ამბობს, რომ თუ ეს ცვლილებები ჩავარდება, არჩევნები ჩატარდება არსებული სისტემით. ეს სისტემა „ქართულ ოცნებას“ აწყობს, ისევე როგორც ხელისუფლებაში მყოფ „ნაციონალურ მოძრაობასაც“. ატეხავენ ხმაურს, რომ არ ასრულებენ დაპირებებს და ასე შემდეგ. ხომ ცხადია, რომ სამართლიანი და ნორმალური არჩევნების ჩატარების შემთხვევაში, „ნაციონალურ მოძრაობას“ და მასთან შემოკრებილ პარტიებს ხელისუფლებაში მოსვლის არანაირი პერსპექტივა არ აქვთ.

ხელისუფლების რეიტინგიც არც ისე სახარბიელოა, რჩება შუალედური რგოლი, ანუ მესამე ძალა, რომელზეც ყოველთვის იყო ლაპარაკი...

- ალტერნატიული ძალებიდან დარჩა მხოლოდ ერთი - „პატრიოტთა ალიანსი“, რომელიც არ გაურიგდა არც ერთს და არც მეორეს. თუ დააკვირდებით, ხელისუფლებას ისევ ურჩევნია ივაჭროს ყოფილ ხელისუფლებასთან, თან მათგან შექმნას ბუა, რომ აი, ჩვენ თუ არ ვიქნებით, ესენი დაბრუნდებიან, შეაშინონ ხალხი და ასე შემდეგ.

სენატორების მიერ გაკეთებული განცხადებები და რჩევები ხელისუფლების მიმართ რამდენად სწორად მიგაჩნიათ, ხომ არ ჰგავს ეს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობას?

- სენატორი არ გამოხატავს შეერთებული შტატების ხელისუფლების პოზიციას. ეს არის ერთი კონკრეტული საკანონმდებლო ორგანოს ერთი კონკრეტული წარმომადგენლის პოზიცია. მაგრამ, ამას „ნაციონალური მოძრობა“ საკმაოდ ოსტატურად იყენებს ხელისუფლების შესაშინებლად და ხალხში იმ ვერსიის გასავრცელებლად, რომ ამერიკა მათ მხარს უჭერს.

ანუ, ეს უკვე სასპეკულაციო თემაა?

- რა თქმა უნდა, ეს ყოველთვის იყო სპეკულაციების თემა. უკვე საიდუმლო არ არის და დიდი ხანია გამჟღავნებულია, რომ ყველა ევროპარლამენტარი, კონგრესმენი, სენატორი, ყველა იღებდა ანაზრაურებას ლობისტურ საქმიანობაში და საუბედუროდ, შეერთებულ შტატებში ამას კორუფციას არ ეძახიან. ეს არის სრულიად ლეგალური ლობისტური საქმიანობა. ის თანხები, რაზეც დღეს არის საუბარი, ბიუჯეტიდან მარტო უგულავას ხომ არ გაუფლანგია, ბოკერიას დროს მილიონებია დახარჯული სწორედ ამგვარ საქმიანობაში, რომ მხარი დაეჭირათ მათთვის და დემოკრატიის შუქურის ფასადი გაეფერადებინათ.

სააკაშვილის უკრაინაში დანიშვნა ბოლო პერიოდის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად იქცა. ხელისუფლების რეაქციები ამ ყველაფერთან ცოტა გადაჭარბებულიც ხომ არ იყო?

- თავისთავად, ეს ნაბიჯი მეტყველებს იმაზე, რომ ხელისუფლებებს ხალხის განწყობები ზოგადად არ ადარდებთ. იქაც პოლიტიკური ტაქტიკური თამაშებია. თუ ვინმეს რამე დაუშავა ზელენსკიმ სააკაშვილის ფიგურის გააქტიურებით, ეს არის საკუთარი თავი და ამას ძალიან გვიან მიხვდება. ნათქვამია, რომ ჭკვიანები სხვის შეცდომებზე სწავლობენ, მაგრამ ზელენსკიმ, როგორც ჩანს, სხვის შეცდომაზე ვერაფერიც ვერ დაინახა.

ხომ არ ფიქრობთ, რომ სააკაშვილის დანიშვნა პირადად ზელენსკის გადაწყვეტილება არც იყო?

- მე შორს ვარ იმ მოსაზრებისგან, რომ ოკეანის გაღმიდან უკარნახეს სააკაშვილის დანიშვნა. არ მიყვარს ზოგადად ასეთი კონსპირაციული თეორიები, მაგრამ იმდენი ხანი შეინახა იმ კაცმა და არჩინა ეს ლობისტები, რომ ეს კავშირები დღემდე მოყვება. იყო ერთი საყურადღებო მომენტი, არც ერთხელ ზელენსკის სააკაშვილის მხარდამჭერი არც ერთი საჯარო გამოსვლა არ ჰქონია, არც მასთან ერთად გამოჩენილა საზოგადოებაში, არც წერილობით არ მიუმართავს უკრაინის პარლამენტისთვის. რამდენადაც არ უნდა გამოუცდელი იყოს ადამიანი პოლიტიკურად, მაინც უნდა ხვდებოდეს, რომ სააკაშვილი სადაც არ უნდა დანიშნო, ის ყველგან შენელებული მოქმედების ნაღმია. სააკაშვილი ჯერ არც ვიცე-პრემიერობას არ დასჯერდებოდა და მერე რაღაც გაუგებარ თანამდებობას, მით უფრო არ დასჯერდება. ის ყოველთვის შეეცდება თვითონ გახდეს სიმძიმის ცენტრი.

სააკაშვილის დანიშვნა ზელენსკიმ ქვეყანაში არსებულ კორუფციას დაუკავშირა, ის სააკაშვილისგან ამ კუთხით ელოდება რეფორმების გატარებას.

- ქვეყნის პრეზიდენტი რომ ხარ და ხვდები, რომ ქვეყანაში არის გარკვეული პრობლემები კორუფციასთან დაკავშირებით, ამიტომ სააკაშვილი უნდა დანიშნო თუ რეფორმები გაატარო? მსოფლიო მედიაში დიდი თანხებია დახარჯული, რომ სააკაშვილი, „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი რეფორმები მაქსიმალურად გაპიარებულიყო. დღეს რუსეთშიც და უკრაინაშიც რომ გააჩერო ადამიანი და კითხო, გეტყვის სააკაშვილმა მაგარი რეფორმები გაატარაო, ჩამოგითვლიან: პატრული, იუსტიციის სახლი და ა. შ. მაგრამ ამ ფასადის უკან რა იყო, ეს ხომ იმ ხალხმა არ იცის.

სააკაშვილის განცხადება იყო ცოტა ხნის წინ უკრაინისა და რუსეთის ურთიერთობის ნორმალიზებაზე, რაც ძალიან გასაკვირია...

- ძალიან სერიოზული ეჭვები იბადება. აქ რომ იყო ქვეყნის პირველი პირი, ხომ მაგრად დაარეგულირა და სად მივედით ვხედავთ, ხომ? ტერიტორიები რუსეთს მიართვა ლანგრით, იქაც თუ იგივეს აპირებს, არ ვიცი.

ექსპერტთა ნაწილი ამ ყველაფერში რუსულ კვალსაც ხედავს.

- თუ გავიხსენებთ, რამდენიმე წლის წინ პუტინმა მოუწოდა უკრაინის ხელისუფლებას, რომ დაებრუნებინათ სააკაშვილისთვის მოქალაქეობა, ეს ეჭვები ამანაც გაამძაფრა. ყველაფერი ძალიან მალე გამოჩნდება. ვის ინტერესებშიც შედის სააკაშვილის დანიშვნა, რა თქმა უნდა, მისი თამაში გათამაშდება. გეკითხებით, 2008 წლის ომი ვის ინტერესებში შედიოდა? ქართული სახელმწიფოს ინტრესებში? რუსეთს გაყვანილი ჯარი უკან შემოიყვანა. რამდენიც არ უნდა მართონ ისტერიკები და სვან კითხვები ომი ვინ დაიწყო, რა მნიშვნელობა აქვს ვინ დაიწყო, ვინ მოიგო იმ ომით? - მოიგო რუსეთმა, ჩვენ კი წავაგეთ.

ისევ ქართულ პოლიტიკას, რომ დავუბრუნდეთ, გიორგი გახარიას შესაძლო შეცვლაზეა საუბარი და ფაქტია, უკვე საზოგადოებრივი აზრის დატესტვა მიმდინარეობს. როგორც წესი, ყველა პოლიტიკური ჭორი, დიდი უარყოფების შემდეგ ყოველთვის რაღაც ფორმით მართლდება. როგორ ფიქრობთ, წინასაარჩევნოდ, რამდენად გონივრულია უკვე რეიტინგული ფიგურის ცვლილება?

- თუ ვინმეს ხელისუფლებაში პოლიტიკური თვითმკვლელობისკენ ნაბიჯის გადადგმა უნდა, გახარია უნდა შეცვალოს, ვინაიდან, გახარიას უკავშირდება თუკი რაიმე წარმატება აქვს „ქართულ ოცნებას“ მისი დანიშვნიდან დღემდე და ვინ უნდა მოიყვანონ უკეთესი? მე ვფიქრობ, ეს არჩევნების წინ, ყველაზე არაგონივრულ ნაბიჯი იქნება ხელისუფლების მხრიდან.

რა შანსები აქვს ხელისუფლებას ამ მოცემულობით მომავალ არჩევნებში?

- პანდემიის პირობებში, „ქართულმა ოცნებამ“ რეიტინგი აიმაღლა და ეს აღიარებულია არა მარტო ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთაც. თუმცა, მე არ ვიზიარებ იმ ოპტიმიზმს, რომ კორონავირუსის ფონზე მიღწეული წარმატებების გამო „ქართულ ოცნებას“ უპირობოდ აირჩევს ქართველი ამომრჩეველი. ასევე, დრო გადის და ადამიანებს ახსენდებათ რაღაც უარყოფითი მომენტები, მატულობს გაღიზიანება. პირველი პერიოდი იყო აღფრთოვანება, მაგრამ გატარებული ზომების გამო არის უკმაყოფილება, მათ შორის სრულიად გაუგებარ გადაწყვეტილებასთან, როგორიც არის კომენდანტის საათი. როდესაც არც კრიმინოგენული ვითარებაა მძიმე, არც არსებული ვითარება და არც სხვა რამ, კომენდანტის საათის გამოცხადება, ყველა იმ შეზღუდვის პარალელურად, სრულიად გაუმართლებელია. თუმცა, უნდა ითქვას, რომ მთლიანობაში, გატარებულმა ზომებმა თავისი დადებითი შედეგი მოიტანა.

ხომ არ ფიქრობთ, რომ რაც უფრო დამძიმდება ეკონომიკური ვითარება და ეს აუცილებლად მოხდება, ხელისუფლების რეიტინგიც კიდევ უფრო დაიწევს?

- ეს ყოველთვის ასეა, როდესაც ადამიანები სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე პანიკურ ვითარებაში არიან, ბევრ რაღაცაზე თვალს ხუჭავენ, მაგრამ ასეთი საფრთხე რომ გადაივლის, კრიტიკული დამოკიდებულება უფრო მატულობს. ამიტომ, ეს ბუნებრივად ასე მოხდება.

 

 

trampi რაღა უნდა თქვას კაცმა მეტი??
ესაა რაცა ვართ და რაცა გვაქვს....ესე იცის სხვის ვალში ჩავარდნამ...
ამ ე.წ. მეგობრებს თუ რამე გაუკეთებიათ საქართველოსთვის(თუნდაც ატკატებით) სუ ცხვირში ამოგვივა--ამოგვდის ხალხს...თორემ მთავრობის წევრებს რააა.....ქვეყანაც და ხალხიც სუ დიშლაზე ჰკიდიათ!!!
ან იმ კრედიტებით ვინ ისარგებლა და სად წავიდა?? ნამეტნავად 2008 წლის 4 მილიარდი??
ისე კი კარგია ასე იავნად რომ დააჯვეს თავზე საქართველოს...იქნებ ზოგზოგებმა ეხლა მაინც კარგად აღიქვან და კარგად დაინახონ ჩვენ ,,ნაღდ
დამოუკიდებლობას,, რა ძალა და რა ფასი ააქვს..
ამათ მარტო პუტინთან ააქვთ დიდი გული...ჟანგიანი ტანკები აააქვსო....
პუტინი მტერია, მტერი!! მაგრამ ესენი რომ ვითომ მეგობრები არიან????
ეხლა გამაგებინეთ ადრე მონები ვიყავით და ეხლა დამოუკიდებლებიიიიი?
რათა... ამათ უკანალში უფრო კაი სუნიააა?? რა მნიშვნელობა აქვს ვის ტრაკში ვიქნებით?
9 აპრილებიდან დაწყებული ამდენი სისხლი, ამდენი უბედურება, განახევრებული და გაუბედურებული საქართველო და სანაცვლოდ .....ესეთი დამოუკიდებლობააა? ????
ან ის ქვეყანა რაზე დავანგრიეთ.... ან ის კაცი რაზე მოვკალით(ყოველ შემთხვევაში ჩვენი ხელით მოხდა ყველაფერი)
ან ამ 30 წელს წყალს რად ვატანთ? ან ამ არეულობაში იმ დაღუპული ხალხის სულებს რა პასუხს აძლევთ? გგონიათ არ მოგეკითხებააათ?
აუუუუ ..რამდენი სუფთა გული დაიწვა ხალხნოო, რამდენი?? რათა ამათ სკამებისათვიიის??
გასკდა გული ხალხნო, გასკდა
იმიტომაც გვიტყაპუნებს თავში ნებისმიერი გამვლელ--გამომვლელი ...
თქვენ კიდევ გარეჯიო..გარეჯს ვინღა ჩივის უკვე მარნეული, ბოლნისი ცალკე სახელმწიფოა-----პოლიციას აქეთ უტყაპუნებენ
მოკლედ........რა ატამი, რის ჩურჩხელა .... რა დამოუკიდებლობა ..... გიჟად ხომ არა ხართ??
აბა თქვენ იცით, იქნებ 26 მაისის აღნიშვნა მაინც როგორმე არ გამოგვაპაროთ ..
აბა გელოდებით
3 წლის უკან
ზაზა ეს ყვერებიანი ცოცხალია? მე ედიკას გვერდით მეგონა დასაფლავებული
3 წლის უკან