ჩეფერინი:

ჩეფერინი: "სეზონის დასრულების კონკრეტული გეგმა გვაქვს"

უეფას პრეზიდენტი ალექსანდერ ჩეფერინი დარწმუნებულია, რომ როგორც უეფა, ისე ქვეყნების უმრავლესობა შიდა ლიგებში სეზონის დასრულებას მოახერხებენ.

სლოვენიელმა BeIN Sports-ს განუცხადა, რომ უეფას შემუშავებული აქვს კონკრეტული გეგმა და აღმასკომის სხდომას ელოდებიან.

„სეზონის დასრულების კონკრეტული გეგმა გვაქვს. ვფიქრობ, რომ ლიგების უმეტესობაში სეზონი დასრულდება, ვინც ამას არ გააკეთებს, მათი არჩევანია, მაგრამ მოუწევთ საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაში თუ ევროთასებზე ასპარეზობა უნდათ.

უნდა დაველოდოთ უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომას, რომ დავადასტუროთ ვადები, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ევროპული სეზონი დასრულდება. დარწმუნებული ვარ, ევროპაში სეზონი დასრულდება. ეროვნული ლიგები ცალკე საკითხია, ისინი თვითონ იღებენ გადაწყვეტილებას, მაგრამ როგორც უკვე ვთქვი, 80% სეზონის დასრულებას შეძლებს.

2020-2021 წლების სეზონის კალენდარი? ამ გადმოსახედიდან, ამ სეზონის კალენდარი მომდევნოზე დიდ გავლენას არ მოახდენს, განსაკუთრებით უეფას ტურნირებზე“, - განაცხადა ჩეფერინმა.