უნგრეთში საფეხბურთო სეზონი განახლდა

უნგრეთში საფეხბურთო სეზონი განახლდა

კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის შემდეგ, უნგრეთში საფეხბურთო სეზონი განახლდა.

„მეზოკოვეშდმა“ მტკ-სთან გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში ფრედ 2:2 ითამაშა და ბუდუ ზივზივაძე ორივე გოლში მონაწილეობდა. მაშინ როცა მისი გუნდი 0:2-ს აგებდა, 26 წლის ქართველმა ფორვარდმა ჯერ სხვაობა შეამცირა, შემდეგ კი ბეშიროვიჩმა თავისი საგოლე გადაცემით ანგარიში გაათანაბრა.

თამაში 45-ის მაგივრად, 60-წუთიანი ტაიმებისგან შედგებოდა, რაც ფეხბურთელებს ძველი კონდიციების აღდგენაში ეხმარება.

უნგრეთის მთავრობამ ქვეყანაში შეზღუდვები 4 მაისს მოხსნა და თვის ბოლოს როგორც ჩემპიონატის დაწყება, ასევე თასის ნახევარფინალების გამართვა იგეგმება. ზივზივაძის ანგარიშზე წლევანდელ სეზონში, 24 შეხვედრაში 8 ბურთია.