ავსტრიის ჩემპიონატის განახლება, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი, ოთარ კიტეიშვილი თამაშობს, გადაწყვეტილია. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ცნობილია, რომ თასის მატჩები 28 მაისს გაიმართება, ჩემპიონატის თამაშები კი 2 ივნისიდან დაიწყება. წლევანდელი სეზონის ბოლომდე აბსოლუტურად ყველა შეხვედრა უსაფრთხოების წესების მაქსიმალური დაცვით, მაყურებლის გარეშე ჩატარდება.
ბუნდესლიგის საჩემპიონო და სარელეგაციო ზონებში კიდევ 10 ტურია გასამართი, რის შემდეგაც ევროპა ლიგის საგზურების გასანაწილებლად პლეი-ოფის რამდენიმე თამაში შედგება. გრაცის „შტურმი“, სადაც კიტეიშვილი გამოდის, 22 ტურის შემდეგ 32 ქულით მეხუთე ადგილზეა. 24 წლის ქართველი ფეხბურთელის ანგარიშზე ავსტრიის წლევანდელ ჩემპიონატში 4 გოლი და 5 საგოლე პასია.