ლონდონის „ტოტენჰემისა“ და ინგლისის ნაკრების ფეხბურთელი დელე ალი დააყაჩაღეს. ორი პირი მას თავს სახლში მაშინ დაესხა, როდესაც მეგობარ გოგონასთან და ექვს სტუმართან ერთად იმყოფებოდა. ალიმ ბოროტმოქმედებისთვის წინააღმდეგობის გაწევა სცადა, რის გამოც მას ფიზიკურად გაუსწორდნენ.
წაღებულია ორი ძვირფასი საათი და საიუველირო ნაკეთობები, რომელიც ფეხბურთელის შეყვარებულს ეკუთვნოდა. პოლიციას ჯერჯერობით არავინ დაუკავებია და საქმეზე გამოძიება გრძელდება.