ბრიტანეთის ხელისუფლებამ საფეხბურთო სეზონის ივნისიდან გახსნა ოფიციალურად დაადასტურა

ბრიტანეთის ხელისუფლებამ საფეხბურთო სეზონის ივნისიდან გახსნა ოფიციალურად დაადასტურა

დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ საფეხბურთო სეზონის ივნისიდან გახსნას „მწვანე შუქი აუნთო“ - წერს Tribuna.

„დღეს ვუმასპინძლეთ საფეხბურთო სფეროს ხელმძღვანელ პირებს და ყველა შევთანხმდით, რომ პროფესიული საფეხბურთო თამაშები უნდა განახლდეს. ჩვენ მხოლოდ წინ წავალთ, თუ, პირველ რიგში, გავითვალისწინებთ მოთამაშეების, მწვრთნელებისა და ჩვენი პერსონალის ჯანმრთელობას. ხელისუფლებამ ამისთვის კარი გაგვიხსნა“, - განაცხადა კულტურისა და სპორტის სამინისტროს მდივანმა, ოლივერ დოუდენმა.

ჯერჯერობით კვლავ უცნობია, შეძლებენ თუ არა მაყურებლები სპორტულ ღონისძიებებზე დასწრებას.