გერმანიის საფეხბურთო კავშირმა ბუნდესლიგის შემდეგ, ქვეყნის თასის მატჩების განრიგიც გამოაქვეყნა. ტურნირის ნახევარფინალები 9 და 10 ივნისს ჩატარდება, ფინალი კი 4 ივლისს გაიმართება.
მიუნხენის „ბაიერნი“ ფრანკფურტის „აინტრახტს“ შეხვდება, „ლევერკუზენის“ მეტოქე „ზაარბრიუკენია“, რომელიც რანგით მეოთხე დივიზიონში, რეგიონალლიგაში გამოდის და თასის ნახევარფინალში არსებობის ისტორიაში მეოთხედ გავიდა.
გერმანია ევროპის ტოპ-საფეხბურთო ქვეყნებიდან პირველია, სადაც სეზონის განახლება გადაწყდა. ბუნდესლიგა 16 მაისს, 26-ე ტურით გაგრძელდება, რომლის ცენტრალური თამაში „დორტმუნდი“ – „შალკეს“ რურის დიდი დერბია.