ავტორიტეტული გამოცემა „კიკერის“ ინფორმაციით, „შალკესთან“ რურის დერბის შეხვედრას დორტმუნდის „ბორუსია“ სამი ლიდერის გარეშე ხვდება. პრინციპულ მეტოქესთან ლუსიენ ფავრის მომზადებულ გუნდს კაპიტანი მარკო როისი, აქსელ ვიტსელი და ემრე ჩანი ვერ დაეხმარება.
როისი უკვე დიდი ხანია ტრავმას მკურნალობს, ჩანმა და ვიტსელმა კი ბარძაყის კუნთის დაზიანება ერთ-ერთ ვარჯიშზე მიიღეს.
ეს გუნდები აქამდე ყველა ტურნირზე 179-ჯერ შეხვდნენ, აქედან 71 შეხვედრა „შალკეს“ გამარჯვებით დასრულდა, 61 შემთხვევაში კი „ბორუსიამ“ მოიგო.