1981 წლის 13 მაისს, ქართველმა ფეხბურთელებმა დიუსელდორფში გამართულ ფინალში იენის „კარლ ცაისი“ 2:1 დაამარცხეს და თასების მფლობელთა თასი მოიპოვეს.
„დინამოს“ შემადგენლობაში გოლი ვლადიმერ გუცაევმა და ვიტალი დარასელიამ გაიტანეს. გუნდის მთავარი მწვრთნელი იყო ნოდარ ახალკაცი, რომლის ხელმძღვანელობითაც ფინალამდე „დინამომ“” საბერძნეთის „კასტორია“, ირლანდიის „უოტერფორდი“, ინგლისის „ვესტ ჰემი“ და ნიდერლანდების „ფეიენოორდი“ დაამარცხა.
ქართველმა ფეხბურთელებმა მეტოქე გუნდების კარში 16 ბურთი გაიტანეს. გუნდის საუკეთესო ბომბარდირები 4-4 გოლით რამაზ შენგელია და ვლადიმერ გუცაევი გახდნენ.