პორტუგალიის საფეხბურთო ჩემპიონატი, სადაც საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მაკარიძე თამაშობს, 4 ივნისს განახლდება. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ქვეყნის მთავრობისა და ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, პრიმეირა ლიგას დარჩენილი 10 ტური მაყურებლის გარეშე ჩატარდება. მაკარიძის „სეტუბალი“ 24 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში მეთორმეტე ადგილზეა.
30 წლის ქართველმა მეკარემ მიმდინარე ჩემპიონატში გამართულ 24 შეხვედრაში 27 ბურთი გაუშვა და ტურის სიმბოლურ ნაკრებში ოთხჯერ მოხვდა. პორტუგალიის ჩემპიონატს ამ ეტაპზე 60 ქულით „პორტუ“ ლიდერობს და მეორე ადგილზე მყოფ „ბენფიკას“ მხოლოდ 1 ქულით უსწრებს.