არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიური „ბარსელონას“ ფორვარდმა, ლიონელ მესიმ იმიჯი შეიცვალა.
Instagram-ზე 32 წლის ფეხბურთელმა ახალი ფოტო გამოაქვეყნა, სადაც წვერი გაპარსული აქვს.
წვერს მესი ბოლო რამდენიმე წელი ატარებდა. მიმდინარე სეზონში არგენტინელმა ფეხბურთელმა „ბარსელონას“ მაისურით 22 შეხვედრა ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და 19 საგოლე გადაცემა მიითვალა.