ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა და მილანის „ინტერის“ ლეგენდამ ჯუზეპე ბერგომიმ განაცხადა, რომ კორონავირუსი ჰქონდა.
„კორონავირუსზე დადებითი ვიყავი. მარტის დასაწყისში ცუდად ვიყავი, სიცხეც მქონდა, ზურგი და ფეხები მტკიოდა, მციოდა, სისუსტეს ვგრძნობდი, კბილების გახეხვაც არ შემეძლო, ეს 20-25 დღე გაგრძელდა. ახლა მშვენივრად ვარ, სირბილიც დავიწყე“, - თქვა ბერგომიმ.
შეგახსენებთ, რომ ჯუზეპე ბერგომი 1979-1999 წლებში მხოლოდ ერთი გუნდის, „ინტერის“ ღირსებას იცავდა და 756 მატჩში 28 გოლი გაიტანა. იტალიის ნაკრებში კი 1982-1998 წლებში 81 შეხვედრაში თავი 6-ჯერ გამოიჩინა და 1982 წელს მსოფლიო ჩემპიონი გახდა.