დღეს, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ, პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის ხელმძღვანელობით, კორონავირუსთან ბრძოლის ახალი გეგმა წარადგინა.
გეგმაში წერია, რომ მომავალი თვიდან ქვეყანაში სპორტული ღონისძიებების გამართვა დასაშვებია, წერს BBC.
წინასწარი ინფორმაციით, პრემიერლიგის კლუბები ვარჯიშს ხვალიდან დაიწყებენ, თუმცა არსებობს გარკვეული სირთულეებიც. ოციდან რვა გუნდი შეხვედრების მაყურებლის გარეშე ჩატარების წინააღმდეგია და ამ დრომდე შეთანხმების მიღწევა ვერ ხერხდება.
უახლოეს მომავალში ინგლისის საფეხბურთო ასოციაცია კლუბების წარმომადგენლებთან კიდევ ერთ ვიდეო-კონფერენციას გამართავს, რის შემდეგაც პრემიერლიგის განახლების ოფიციალური თარიღი დადგინდება.
დიდი ბრიტანეთის მთავრობამ კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების სამეტაპიანი გეგმა წარადგინა.
ბოლო მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით ინფიცირების 224 326 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 32 140 ადამიანი კი გარდაიცვალა.