ბერგამოს „ატალანტას“ 19 წლის ფეხბურთელი მოულოდნელად დაიღუპა

ბერგამოს „ატალანტას“ 19 წლის ფეხბურთელი მოულოდნელად დაიღუპა

ფეხბურთელი ანდრეა რინალდი 19 წლის ასაკში გარდაიცვალა. ახალგაზრდა მოთამაშეს ტვინის ანევრიზმა განუვითარდა, რის გამოც სასწრაფოდ კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

რინალდი "ატალანტას" აღზრდილია და ბერგამოელთა ყველა ასაკობრივ გუნდში აქვს ნათამაშები. წლევანდელ სეზონში ის იჯარის წესით სერია D-ს ბინადარ "ლენიანოში" გამოდიოდა და კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული პაუზის შემდეგ, სეზონის განახლებისთვის ემზადებოდა.