კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყვეტილ ჩემპიონატში ლორიამ 21-დან 11 შეხვედრა გაშვებული ბურთის გარეშე დაასრულა და სხვადასხვა კომპონენტების შეჯამების შემდეგ, 250 ქულით პირველ ადგილზეა.
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა „აეკისა“ და „აპოელის“ მეკარეებს, ტონიოსა და ბელეკს აჯობა. „ანორთოსისი“ კვიპროსის ჩემპიონატს 23 ტურის შემდეგ 46-46 ქულით „ომონიასთან“ ერთად ლიდერობს.