მადრიდის „რეალმა“ ვარჯიში პირველად განაახლა მას შემდეგ, რაც საფეხბურთო კლუბმა შეკრებები კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყვიტა.
ვარჯიშში მონაწილეობა მიიღო ნახევარმცველმა მარკო ასენსიომ, რომელსაც მუხლის ტრავმა აწუხებდა და უკვე გამოჯანმრთელდა.
ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატი შესაძლოა 12 ივნისს განახლდეს. ლა ლიგისა და სეგუნდა დივიზიონის კლუბებმა კორონავირუსზე შემოწმება გაიარეს.
ჩატარებული 2 500 ტესტიდან მხოლოდ 8 პასუხი იყო დადებითი, აქედან 5 ფეხბურთელი, 3 კი ტექნიკური პერსონალის წარმომადგენელია. როგორც პროფესიული საფეხბურთო ლიგის ხელმძღვანელმა, ხავიერ ტებასმა განაცხადა, რვა ინფიცირებული საკმაოდ ცოტაა, რაც ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა.
ტებასმა ასევე აღნიშნა, რომ ჩემპიონატის განახლების ზუსტი თარიღი ქვეყნის მთავრობასთან კონსულტაციების გავლის შემდეგ დასახელდება.