ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატი შესაძლოა 12 ივნისს განახლდეს. ამის შესახებ Sky Sports-ი იტყობინება. ლა ლიგისა და სეგუნდა დივიზიონის კლუბებმა კორონავირუსზე შემოწმება გაიარეს.
ჩატარებული 2500 ტესტიდან მხოლოდ 8 დადებითი პასუხი იყო, აქედან 5 ფეხბურთელი, 3 კი ტექნიკური პერსონალის წარმომადგენელია. როგორც პროფესიული საფეხბურთო ლიგის ხელმძღვანელმა ხავიერ ტებასმა განაცხადა, რვა ინფიცირებული საკმაოდ ცოტაა, რაც ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა.
ტებასმა ასევე აღნიშნა, რომ ჩემპიონატის განახლების ზუსტი თარიღი ქვეყნის მთავრობასთან კონსულტაციების გავლის შემდეგ დასახელდება.