დრეზდენის „დინამოს“ ფეხბურთელები კოვიდ 19-ით დაინფიცირდნენ. გერმანული საფეხბურთო კლუბი ორკვირიან კარანტინში გავიდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც კლუბის ორ ფეხბურთელს კოვიდ 19 დაუდასტურდა.
„დინამო“ გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში გამოდის, რომელიც სეზონის განახლებას 16 მაისიდან გეგმავს. კარანტინის გამო დრეზდენელები 17 მაისს „ჰანოვერთან“ გასვლით შეხვედრას ვერ ჩაატარებენ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.