იტალიური ფეხბურთის ვარსკვლავები, ჯორჯო კიელინი და მარიო ბალოტელი ერთმანეთს ღიად დაუპირისპირდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Metro ავრცელებს.
კონფლიქტი „იუვენტუსის“ ვეტერანი მცველის სიტყვებს მოყვა, რომელმაც განაცხადა, რომ ბალოტელი ცუდი ადამიანია, რომელიც გუნდს და თანაგუნდელებს პატივს არ სცემს. კიელინიმ ამის მაგალითად 2013 წლის კონფედერაციათა თასის გათამაშება მოიყვანა, სადაც ბრაზილიასთან შეხვედრაში მარიო თანაგუნდელებს საერთოდ არ ეხმარებოდა და სილის გაწნას იმსახურებდა. ანალოგიურად მოიხსენია კიელინიმ ბრაზილიელი ფელიპე მელო, რომელიც მასთან ერთად ტურინულ კლუბში თამაშობდა.
ბალოტელიმ მის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს მალევე უპასუხა და კიელინის ურჩია, თუ მისთვის რამის თქმა უნდა, პირადად უთხრას და ისიც აღნიშნა, რომ მას ამის საშუალება 2013 წლის შემდეგ არაერთხელ ჰქონდა. „იუვენტუსის“ ფეხბურთელი უპასუხოდ არც ფელიპე მელოს დაუტოვებია და მან კიელინის მშიშარა და არაპროფესიონალი უწოდა.